ალბათ ყველა ჩვენგანს უოცნებია, სახლში ისეთი რობოტი ჰყოლოდა, რომელიც ამერიკული ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში გვხვდება. ყველაზე ხშირად, დარწმუნებული ვართ ეს აზრი თავში დიასახლისებს მოსვლიათ. დამხმარე ტექნიკა, რომელიც სახლის საქმეებს მარტივად გააკეთებდა და მათ დროს მაქსიმალურად დაზოგავდა.
რობოტებისა და ამერიკული ფილმების რა გითხრათ, მაგრამ ელექტროტეტნიკის ბრენდი “ვესტელი” 1983 წლიდან ზრუნავს, რომ თანამედროვე ტექნიკის დახმარებით, ეს ოცნება რეალობად აქციოს. მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, სადაც ბრენდის მიერ წარმოებული ტექნიკის ექსპორტი ხორციელდება. “Vesteli-ის” ბრენდი საქართველოს მასშტაბით 13 კონცეპტუალური შოურუმითა და 50-მდე სადილერო ქსელითაა წარმოდგენილი. დღეიდან კი ბრენდის კიდევ ერთ ფილიალს “ისთ ფოინთში” შევხვდებით, რომლის გახსნასთან დაკავშირებითაც “ვესტელმა” გრანდიოზული ღონისძიება გამართა. საღამოს, ვესტელის ერთგულ მომხმარებელთან ერთად, თბილის მერი და საქართველოში თურქეთის ელჩიც დაესწრნენ.