ქართული შოუბიზნესის ორი ყველაზე გამორჩეული სახე, ნოდიკო ტატიშვილი და ნინი ბადურაშვილი, ათენში კონცერტის ჩასატარებლად ემზადებიან. ადამიანები, რომელთა გარშემოც საუბარი არასოდეს წყდება, დღეს “Music box-ის” კამერების წინ საუბრობენ. სცენაზე კოლეგები, ცხოვრებაშიც მეგობრები არიან. ნინი იხსნებს, როგორ დაეხმარა ნოდიკო ეკა კახიანის კონცერტის დროს, როცა სამ საათში სიმღერა ისწავლა და მასთან დუეტი შეასრულა. მათი დამეგობრება სწორედ იმ დროიდან დაიწყო. ნოდიკოს ძალიან უყვარს ნინისთან ერთად გასტროლებზე სიარული, რადგან იცის, რომ გართობა და კარგი ხასიათი გარანტირებულია. დამეთანხმებით, არც ისე ხშირია შემთხვევა, რომ შოუბიზნესის წარმომადგენლებს, სცენისა და კამერების მიღმაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ.