თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, იტალიელი რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის “აიდას“ პრემიერა შედგა. თბილისურ პრემიერას თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა დირიჟორმა, მსოფლიოში ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებულმა მაესტრომ, დანიელ ორენმა უდირიჟორა. ჯუზეპე ვერდის ოპერა, იტალიელმა რეჟისორმა, 2001 წელს კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქ ბუსეტოში დადგა. ქართველმა მაყურებელმა “აიდა“ თბილისში, პირველად 1877 წელს იხილა. სპექტაკლი თბილისის ოპერის სცენაზე, ფრანკო ძეფირელის მუდმივმა ასისტენტმა, სტეფანო ტრესპიდიმ გადმოიტანა. საპრემიერო ჩვენებაზე ოპერის ხელმძღვანელობამ, უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლები მოიწვია.