ბავშვის გაზრდა იავნანას გარეშე წარმოუდგენელია. დედის თბილი და ალერსიანი ღიღინი, მხოლოდ დაძინების საშუალება როდია. ამბობენ, რომ პატარა სამყაროს პირველად სწორედ დედის ნამღერით შეიმეცნებს.
დედისადმი მადლიერების გამოხატვის მოტივით, მრავალი წელია გაზაფხულის დადგომის მესამე დღეს, 3 მარტს დედის დღეს ავღნიშნავთ და ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელ ადამიანს ყოჩივარდების, იებისა და ენძელების თაიგულით ვულოცავთ. როდესაც საუბარია იავნანაზე შეუძლებელია არ გაგავხსენდეს ქართველი მომღერლის, თამრიკო ჭოხონელიძის მიერ შესრულებული ნანა. ისიც დედა გახლავთ და ახლა უკვე ბებიაც. სხავანაირად ვერც წარმოგვედგინა, რომ დღევანდელ დღეს Music Box-ის მასპინძელი ვინ თუ არა თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილიყო.