ქართველი მომღერალი წყვილი, რომელიც შვილის გაჩენას სუროგაციის გზით აპირებს

0
1618

ლოლიტას და გიორგის, ქართველი მსმენელი კარგად იცნობს, ისინი ქალაქური ფანოღის შემსრულებლები არიან და პოპულარობითაც სარგებლობენ. მათი სიყვარულის ისტორია წლების წინ დაიწყო, ერთმანეთს სცენაზე შეხვდნენ, ოჯახი ორივეს დანგრეული ჰქონდა, სიყვარულზე არ ფიქრობდნენ, მაგრამ საერთო ინტერესები ჯერ მეგობრობაში გადაიზარდა, შემდეგ კი სიყვარულიც მოვიდა და მათ ოჯახი შექმნეს.

ლოლიტა გიორგიზე ათი წლით უფროსია, ქართული საზოგადოება კი ასეთ წყვილებს რთულად იღებს. დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ ჰარმონიული ოჯახი აქვთ და ასაკს საერთოდ ვერ გრძნობენ. საქართველოში წარუმატებელი მკურნალობის შემდეგ, ცოტა ხნის წინ, სუროგაციის მიზნით მათ ისრაელის ერთ-ერთ კლინიკას მიმართეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here