ნინო ბაშარულმა გეზი საფრანგეთისკენ აიღო

0
1994

სიმღერა ბავშვობიდან უყვარს. სხვადასხვა კონცერტებში, სტუდენტურ დღეებში მონაწილეობას იღებდა და რომანსებს მღეროდა. თუმცა სერიოზულად არასდროს უფიქრია მომღერალი გამოსულიყო, იმიტომ, რომ მისი ოცნება ყოველთვის მსახიობობა იყო. მაგრამ ცხოვრებაში რაღაც გარდატეხა ხდება და ხვდები, რომ სულ სხვა მისია გქონია დაკისრებული და სხვა გზით უნდა წახვიდე. ნინო ბაშარულის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მიხვდა, რომ ყველაზე კომფორტულად, სწორედ სიმღერის დროს გრძნობდა თავს. ფართო აუდიტორიამ ის ჯეოსტარის საშუალებით გაიცნო. ძირითად ხევსურულ სიმღებს მღერის, თუმცა ამჯერად დუეტი ჩაწერა ზურა დათიკაშვილთან ერთად. სიმღერის”კოლხური ნანა“ პრემიერა, რადიო “არ დაიდარდოში” შედგა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here