ირმა შარიქაძის ფოტოები, სხვისაში არასდროს აგერევათ. მისი შემოქმედება მასავით შთამბეჭდავი, უსასრულოდ მშვიდი და ამავდროულად, ხმაურიანია. ყველა მათგანი ძალიან ნაზი, ქალური და ფერადია. ეს არაა უბრალოდ ლამაზი სურათები, ეს მთელი ისტორიაა. ყველა მათგანი რაღაცას გიყვება და რაღაცისაკენ გიბიძგებს. თითქოს მოგიწოდებს, მას მიემსგავსო, მასავით თავისუფალი გახდე. ინტერვიუს ჩაწერამდე, თავად ამოწმებს ყველა დეტალს, არჩევს ინტერიერს და ერთ ფოკუსში აქცევს მთელ დიალოგს. ეს ხელოვნებაა და მეტიც… ირმა შარიქაძის შემოქმედება და მისი აღქმა ინდივიდუალურია. ის 21-ე საუკუნის არტისტია.
გადაღების ადგილი: ტერასა