ყველა თქვენგანს კარგად ახსოვს ფრანგული რეალითი-შოუ “ბოიარდის ციხე-სიმაგრე”, რომელიც წლების განმავლობაში ეკრანზე გადიოდა. ის ნებისმიერი სქესისა და ასაკის მაყურებლისათვის მიმზიდველი და საინტერესო სანახავი გახლდათ. ამ მხრივ არც ქართველი მაყურებელი იყო გამონაკლისი, რომლისთვისაც შოუ 90-იანებში ახალი ხილი იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს, Music Box-ზე 10 თებერვლიდან, ყოველ პარასკევს, 19:30-ზე თავგადასავლებით სავსე საბავშვო შოუ “lost ლიგა” იწყება.