“ნიჭიერი 2017“ დასრულდა. მეშვიდე სეზონის დასასრულს, ფავორიტების მხარდასაჭერად 134 ათას 506 ხმაშემოვიდა. აქედან ყველაზე მეტი-42% ეკატერინე აბულაძემ მიიღო. მას პრიზის სახით ოროთახიანი ბინა გადაეცა საჩუქრად.
მეგაშოუს ფინალურ კონცერტში სულ 9 კონკურსანტი მონაწილეობდა. ნიჭიერის პარტნიორი კომპანიებისგან თითქმის ყველა კონკურსანტმა მიიღო საჩუქარი. მათ შორის იყო 8 წლის მარიამ ურუშაძე, რომელიც „ფორტუნას“ და „არ დაიდარდოს“ რჩეული გახდა. ვირტუოზ შემსრულებელს ანდრეა ბოჩელის კონცერტზე დასასწრები ორკაციანი საგზური, რადიოჰოლდინგ ფორტუნას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თათა სადრაძემ გადასცა.