როგორ უყურებენ კარიერას, საქართველოში ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის ლიდერები – მორაგბეები? რას ქმნიან ქართველი არტისტები, რომლებმაც ბიზნესთან აქტიური კოლაბორაცია დაიწყეს და როგორია ის ახალი ფორმები, რომელშიც ისინი მუშაობენ? როგორ უყურებენ თავის წარმატებას ბიზნესკომპანიის ლიდერები და რას ქმნიან ახალგაზრდა მეცნიერები – ეს ის თემებია, რომელსაც ჟურნალი “XII” იანვრის ნომერში გთავაზობთ. ამ ყველაფრის პრეზენტაცია კი თიბისი გალერეაში შედგა, რომლის პარალელურადაც დამთვალიერებელმა, პირველად იხილა ნიაზ დიასამიძის მიერ ანბანის თემაზე შესრულებული ნამუშევრები, პრინტის სახით.