ის ქართულ შოუბიზნესში რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა და თავიდანვე მიიპყრო მსმენელის ყურადღება. ერთ-ერთი პირველი მომღერალი იყო, რომელმაც ფილარმონიის სცენაზე, სოლო-კონცერტზე, ბიუსტჰალტერით იმღერა. როგორ გაიარა წარმატების რთული გზა, ამის შესახებ „ავტოგრაფის“ მაყურებელს, თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული მომღერალი, ლელა წურწუმია თავად უამბობს.