ილიკო სუხიშვილის 110 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტის სამზადისი

0
1966

ხელოვნებას ქართველი ხალხის ცხოვრებაში, უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, განსაკუთრებით მუსიკასა და ცეკვას. ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას, მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებიც ამას ადასტურებენ. შეუძლებელია ვახსენოთ ქართული ხალხური ცეკვები და არ გაგვახსენდეს ქართული ნაციონალური ბალეტი, რადგან “სუხიშვილები” – ეს საუკუნეა, მთელი საუკუნე, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა ანსამბლის ჩამოყალიბების აუცილებლობის დასამტკიცებლად, ახალგაზრდა ილიკო სუხიშვილი, ცეკა-ს მდივნებთან კაბინეტში იდგა და მარტო ცეკვავდა, მღეროდა და 2 საათიან პროგრამას უჩვენებდა, რბილ სავარძლებში მოკალათებულ ადამიანებს. დღეს კი ანსამბლის მოცეკვავეები, ორი კონცერტისთვის ემზადებიან, რომელიც სწორედ ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს ეძღვნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here