ბნელი ოთხმოცდაათიანები ჩვენთვის, არაერთი მიზეზით იყო ტკბილი და დასამახსოვრებელი, ამის ერთ-ერთი მაგალითი ნამდვილადაა ამერიკული R&B ჯგუფი “Boyz II Men”, რომელმაც წარმატების პიკს სწორედ 90-იანების შუა წლებში მიაღწია და ჩვენმა ქვეყანამაც მათი სახელი, სწორედ ამ პერიოდში გაიგო. კასეტებზე ჩაწერილი მათი ჰიტები თუ უზარმაზარი პოსტერები, ყველაზე მოთხოვნად ნივთებად ითვლებოდა. “საქართველოს ბანკის“, „სოლოს“ მოწვევით კი რიტმ ენდ ბლუზის შემსრულებელი ჯგუფი, 14 და 15 იანვარს თბილისს ეწვია და მსმენელის წინაშე “Tbilisi Event Hall”-ის სცენაზე წარსდგა.