ბარბ ნიკოლ კლიკო ის ადამიანია, რომლის სახელს ყველა წვეულების აუცილებელი სასმლის შამპანიურის ბიზნესის შექმნა უკავშირდება, დღეს კი სწორედ მისი სახელით ის ქალები ჯილდოვდებიან, რომლებიც კლიკოს მსგავს თვისებებსა და უნარს ავლენენ, ესენია სამეწარმეო ნიჭი, გამბედაობა, ინოვაციური ხედვა და დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელი შეუპოვრობა. სწორედ „Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდოს“ ნომინანტი იყო რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე.