ოქროსფერი საღამო 22 წლის აღსანიშნავად. პრიალა ჟურნალმა „ბომონდმა“ წინასაახალწლოდ ერთგულ მკითხველებს და პარტნიორ კომპანიებს Beaumonde golden night event-ზე უმასპინძლა. ღონისძიებამ ვარსკვლავების გარემოცვაში ჩაიარა, დრესკოდიც მკაცრად იყო დაცული, ამიტომაც სტუმრები ოქროსფერისა და შავის სინთეზით შემოსულები მოგვევლიენ.