ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად წერს თავისი ორსულობის შესახებ. ნუკასა და მის მეუღლეს ერთი ბიჭი ჰყავთ, ლუკა. მეორე ფეხმძიმობა, სამწუხაროდ, ცუდად დასრულდა, მომღერალს მუცელი მოეშალა. ახლა კი კვლავ ფეხმძიმედაა და როგორც თავად გაამხილა, ბიჭს ელოდება. მას სახელიც მოფიქრებული აქვს.
“ჰოოოოდაააააააააააა, მეორე ბიჭის დედა ვხდები ივლისის ბოლოს. ლუკა და ალექსანდრე, ვოტ ტაკ)“ – აღნიშნავს სიხარულით.
რასაკვირველია, სოციალურ ქსელში, მის მეგობრებს შორის ამ სიახლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნუკამ უამრავი მილოცვა მიიღო.