“117 სანტიმეტრი და 59 დღე” – ასე ჰქვია სამი მხატვრის: ირაკლი კუნჭულიას, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ჯგუფურ გამოფენას, რომელსაც 19 დეკემბერს “იარტ გალერეა” უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ გამოფენის სათაურიც სიმბოლურია, რადგან 50-მდე ნამუშევარი, რომელიც მხატვრებმა გამოფენაზე უნდა წარადგინონ სწორედ 117 სანტიმეტრის სისქის კედლების მქონე სახელოსნოში 59 დღის მანძილზე იქმნებოდა. მუზიკ ბოქსის გადამღებმა ჯგუფმა კულუარებშიც შეაღწია და მხატვრების მუშაობის პროცესსაც დაესწრო.