საერთაშორისო ავტობაზარზე მერსედეს ბენცის მარკის ავტომობილი რომ ნამდვილად ლიდერია ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. ამ მხრივ არც საქართველოს ავტოპარკია გამონაკლისი, სადაც ის უკვე წლებია ლიდერობას ინარჩუნებს. ამჯერად, მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრი, მაკა ასათიანმა სწორედ მერსედეს ბენცის “Dimler AG”-ის მოწვეულ დელეგაციასთან ერთად საზეიმო ვითარებაში გახსნა. ამასთან ერთად მხარეებმა წარმატებული თანამშრომლობის 25 წლიანი იუბილე აღნიშნეს. მოწვეულ სტუმრებს შორის Dimler AG”-ის ოფიციალური პირები გერმანიიდან, მერსედეს ბენცის მუდმივი მომხმარებლები, პარტნიორები, კომერციული ბანკები და სხვები იმყოფებოდნენ. ახალი ცენტრი მომხმარებელს სრულ, მაღალი დონის მომსახურეობას სთავაზობს. სივრცე სახელოსნოებს, საგამოფენო დარბაზებს, მოსაცდელ და მოსასვენებელ ტერიტორიას, ვიაიპი სივრცეს “ა ემ ჯი”-ის მომხმარებლებისთვის, პარკინგს, სამრეცხაოებსა და გამწვანებას აერთიანებს. ავტოსალონში შესაძლებელია მერსედეს ბენცის მიერ წარმოებული სასურველი მოდელის უმოკლეს დროში ჩამოყვანა, რომელზეც გარბენის მიუხედავად ორ წლიანი გარანტია ვრცელდება.