სოციალური დრამა და თამამი განაცხადი. თავისუფალმა თეატრმა ახალი სპექტაკლი დადგა, სახელწოდებით „სკანდალური დღიური“. სპექტაკლი ზოი ჰელერის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ სცენაზე ქართული ადაპტაციით გადმოიტანა. „სკანდალური დღიური“ თანამედროვეობის გამოწვევებზე, ძალადობაზე, ჩაგვრაზე და სხვის ცხოვრებაში საზოგადოების ჩარევაზე გვიამბობს.