გიორგი ნაკაშიძის მიერ აღმოჩენილი ახალი სამყარო და გამოფენა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

ახალი სამყარო აღმოაჩინა და ნაჩუქარი ფოტოაპარატით კადრების ისტორიისთვის შენახვა დაიწყო მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცეში კი სადებიუტო ფოტოგამოფენაც გამართა სახელწოდებით, „ელექტრონული ხილვები“. გამოფენისთვის გიორგი 4 წელი ემზადებოდა. ინსპირაციის წყაროდ კი, სწორედ 4 წლის წინ საჩუქრად მიღებულ ფოტოაპარატს ასახელებს. გადაღებული 3400 ფოტოდან საგამოფენო სივრცეში 40-ზე მეტი ნამუშევარი მოხვდა.

Scroll to Top