ანრი ჯოხაძის „ცივი ნოემბერის“ რადიოპრემიერა გადაცემაში „არტ ფმ“

0
732

ანრი ჯოხაძის „ცივმა ნოემბერმა“ უკვე სოციალური სივრცე მოიარა და გამოხმაურებაც გამოიწვია. კოლეგებმა და მომღერლის გულშემატკივრებმა ახალი ნამუშევარი დადებითად შეაფასეს. ბუნებრივია, სიმღერის რადიოპრემიერის დროც დადგა და სხვაგან სად შედგებოდა, თუ არა თათა სადრაძის გადაცემაში „არტ ფმ“. სწორედ ფორტუნას რადიომსმენელებმა მოისმინეს პირველებმა ანრის ახალი ნამუშევარი „ცივი ნოემბერი“. შემთხვევით სოციალურ ქსელში აღმოჩენილ ლექსზე დაწერილი სიმღერის ვიდეო-რგოლი კი საბადურის ტყეშია გადაღებული და როგორც მომღერალი თავად გვეუბნება, კლიპი რეკორდულ დროში, საათნახევარში გადაიღეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here