ორგანიზაციამ „გენი ქართული“, რომელიც მრავალშვილიან დედათა ინიციატივით დაარსდა და საქართველოს დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრას უწყობს ხელს საზოგადოებას თავი სხვადასხვა სახის პროექტებით დაამახსოვრა. „ერთად ვიფიქროთ მომავალზე“ ასე ჰქვია ღონინძიებას, რომელიც ამჯერად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. საღამოს „გენი ქართულის“ წევრი მრავალშვილიანი ოჯახის შვილები უძღვებოდნენ, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე პრობლემური თემებით წარსდგნენ და მათი გადაჭრის გზის თავიანთი შეხედულებებიც გაგვიზიარეს.