Grazia.it-ისთვის თაკო ნაცვლიშვილმა შავ სამოსში იპოზიორა და ფოტოები საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააზიარა. წარმატებული ფოტოსესია ქართულ სოციალურ ქსელებში აიტაცეს და აღნიშნავენ, რომ ქართველი მოდელი განსაკუთრებულად ლამაზია და არაჩვეულებრივ ფორმაშია.
„ჯეოსტარის“ მონაწილე ლევან კბილაშვილი ამჟამად რუსეთშია, სადაც ბედი რუსულ „ვოისში“ სცადა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ლევანმა ორი ქართული სიმღერა შეასრულა და ჟიურის წევრების გული მოიგო, მათ შორის გახლდათ ცნობილი პროდიუსერი და კომპოზიტორი, კონსტანტინე მელაძე, რომელიც მომღერალს შემოუტრიალდა და ლევანი სწორედ მის გუნდში აღმოჩნდა. ლევანმა სამადლობელო სიტყვები გამოაქვეყნა.