ქართველი ბანი გიორგი ანდღულაძე ქართველი მაყურებლისთვის იმღერებს. 10 და 14 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტები მისი მონაწილეობით გაიმართება, რომელსაც ჩვენი დროის უდიდესი მაესტრო ოპერის მუსიკალური დირიჟორი, დანიელ ორენი უდირიჟორებს. 10-ში “ვერდის რექვიემი” შესრულდება, ხოლო 14-ში მსმენელს ლუდვიგ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მოსმენის შესაძლებლობა მიეცემა, რომელსაც გიორგისთან ერთად, ისეთი დიდი ვარსკვლავები შეასრულებენ, როგორებიც იანო ალიბეგაშვილი, ნინო სურგულაძე, არმაზ დარაშვილი და სხვები არიან.