მერსედეს ბენც მოდის კვირეული ჩვენს დედაქალაქს მომავალ წლამდე დაემშვიდობა, კვირეულის ფარგლებში 40-მდე დიზაინერებმა მოდის მოყვარულებს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები წარუდგინეს და ქართველი თუ უცხოელი მოდის კრიტიკოსებისგან დიდი გამოხმაურებაც გამოიწვიეს. პროექტის ორგანიზატორებმა მოდის კვირეულის დახურვა რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს, ბესარიონს მიანდეს, რომელმაც მის თაყვანისმცემლებს იმედები არ გაუცრუა და როგორც ყოველთვის ახლაც აქტუალური და ტრენდული ქალი შესთავაზა.