ბევრი მუსიკა, ფერადი გარემო და საინტერესო ადამიანები, მუსიკ ბოქსი ნოდიკო ტატიშვილს ახალი კლიპის გადასაღებ მოედანზე ესტუმრა, „მე ვოცნებობდი“, ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ნოდიკოს რიგით მესამე ალბომში საპატიო ადგილს დაიკავებს. სევდიანი ტექსტის მიუხედავად მისი რიტმიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ ის სულ მალე ქართველი მსმენელების საყვარელი ჰიტი გახდება. კლიპის პრემიერა, რომელიც ნოემბრის თვეში იგეგმება ამერიკაში მოღვაწე მუსიკოსს, დავით მჭედლიშვილს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ მომღერლის მეორე ალბომი აპრილში გამოდის, თუმცა ის პარალელურად მესამე ალბომზეც აქტიურად მუშაობს. სწორედ ამ ალბომში შევა მისი ახალი სიმღერა, „მე ვოცნებობდი“, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ნოდიკოს ახალ ნამუშევრებს მოუთმენლად დაველოდოთ.