ქალურობის ახალი თავისუფალი და გაბედული სტილი – Girls can do anything. ახალი არომატის პრეზენტაცია

0
1523

ქალურობის ახალი თავისუფალი და გაბედული სტილი არომატში გააერთიანა და კრისტალურ ფლაკონში შეფუთა ბრენდმა “ზადიგ ვოლტერი”. Girls can do anything – ქალებს შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება, ამ სლოგანით ბრენდმა 2017 წელს მოდების ჩვენება წარმოგვიდგინა, რომელმაც მთელს მსოფლიოს ნათელი და ძლიერი მესიჯი გაუგზავნა. ეს სლოგანი კი “ზადიგ ვოლტერის” ახალი სუნამოს მთავარი სახელწოდება გახდა.
გათავისუფლდი სტანდარტული აზროვნებისგან. იყავი დამოუკიდებელი საკუთარ არჩევანში, შეხედულებებსა და ქმედებებში. მიანიჭე თავისუფლება საკუთარ გონებას და სხეულს. დაარღვიე დაკანონებული წესები. გაიმრავალფეროვნე გამოცდილებები მამაკაცური სიძლიერის და იდეალური ქალურობის შერწყმით. იცეკვე შუა ქუჩაში, განათების ბოძის გარშემო, ჩამოთვლილი მესიჯები ბრენდის წარმომადგენლებმა სწორედ ახალი სუნამოს კონცეფციას მიუძღვნეს და ასე და ამგვარად მათი თქმით ეს არომატი არის თამამი, მღელვარე და განუმეორებელი კონტრასტებით. მსგავსი ახალი არომატი სად თუ არა ისი პარის მაღაზიათა ქსელების დახლებზე გამოჩნდა. ხატია შამუგიამ და მისმა კრეატიულმა გუნდმა კი ტრადიციულად მედიის წარმომადგენლებს განსხვავებულ ჭრილში სუნამოს Girls can do anything არომატი გაგვაცნეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here