ფესტივალი „ოქროს მუზა“ ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება

0
1653

მრავალფეროვანი ფორმატითა და საინტერესო ღონისძიებებით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მუზა“ უკვე მეოთხედ ტარდება საქართველოში. ამჯერად ფესტივალი კულტურის საერთაშორისო ცენტრში ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება, სადაც კონკურსში მონაწილეობას იღებენ: სამუსიკო, თეატრალური და სამხატვრო სტუდიების წარმომადგენლები, ასევე ინსტრუმენტალისტები და ინდივიდუალური შემსრულებლები. კონკურსი რამდენიმე მიმართულებით იმართება, ესენია ვოკალის, სამხატვრო გამოფენის მოწყობა ორგანიზება და კლასიკური მუსიკის ფორმატი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კონკურსის მონაწილეეებს, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ჟიურის წევრები შეაფასებენ, პროექტს კი უკვე ჰყავს წარმატებული „მუზელები“, რომლებმაც კონკურსის წყალობით პატარა ასაკში უამრავ წარმატებას მიაღწიეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here