Miss & Mister Golden Brand 2018 დაჯილდოების ცერემონიალი რუსთაველის თეატრში გაიმართება

0
2367

Miss & Mister Golden Brand 2018 – სწორედ ასე ჰქვია კონკურსს, რომლის ქასთინგის შესარჩევი ტური ფინალურ ეტაპს მიუახლოვდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 40 საუკეთესო ვაჟი და გოგონა უკვე შერჩეულია და კონკურსიც დასკვნით ფაზაში გადავიდა. როგორც პროექტის ორგანიზატორებმა გაგვიმხილებს წელს კონკურსი იმით არის განსაკუთრებული რომ მონაწილეეებს 12 ქვეყნის საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლები შეაფასებენ. ისინი საქართველოს 25 ნოემბერს ესტუმრებიან და 5 დღიანი ტურის განმავლობაში გაეცნობიან ქართულ კულტურას, დააგემოვნებენ ნაციონალურ კერძებსა და დაათვალიერებენ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. უცხოელ ჟიურისთან ერთად, კონკურსანტებს შეაფასებს ქართველი ვარსკვლავური ჟიურიც, მათ შორის: კრისტი ყიფშიძე, ეკა კვალიაშვილი, გიორგი გასვიანი და მაკა რაზმაძე. წელს მის გოლდენ ბრენდის ტიტულის მქონე გოგონა პრიზად მიიღებს სოფი ეცადაშვილის მიერ დამზადებულ 25 გრამიან ოქროს გვირგვინს, ასევე 5000 ათას ლარიან საპრიზო ჩეკს. რაც შეეხება მისტერ გოლდენ ბრენდის ტიტულის მქონე ვაჟს, მას ტიტულთან ერთად გადაეცემა ავტომობილი KIA. კონკურსის გენერალური დირექტორი გახლავთ ლანდა მასხულია, კონკურსის ორგანიზატორი გიორგი მასხულია, ამ გრანდიოზულ საღამოს კი რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here