ქუჩებში მოსიგნალე მანქანებს უკვე შენიშნავდით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქორწილო დღეები დაწყებულია და თუ თქვენ ამ უკანასკნელის ორგანიზებას გეგმავთ გეტყვით, რომ “თათს ფლაუერსი” ის კომპანიაა, რომელიც ნეფე-პატარძლებს ქორწილის ორგანიზების სრულ პაკეტს სთავაზობს. ეს შეიძლება იყოს ღია ცის ქვეშ ხელისმოწერის ცერემონიალის გაფორმება, ასევე რესტორნის გაფორმება და მრავალი სხვა, ყველაფერი ის, რაც ქორწილს ახასიათებს. მათ შორის არის ფოტო-ვიდეო მომსახურება და ტორტი, რომელსა “თათს ფლაუერსი” მეგობარი საკონდიტრო კომპანიების დახმარებით თქვენთვის შექმნის. გარდა ამისა გეტყვით იმასაც, რომ “თათს ფლაუერსის” დიზაინერები და ფლორისტები ზრუნავენ შექმნან ის განწყობა და ყვავილების ის კომპოზიციები, რომელიც ბედნიერი დღის მთავარი გმირების სურვილს და გემოვნებას შეეფერება.