მოდის კვირეულის ფარგლებში ლაშა ჯოხაძემ კოლექცია პერფორმანსის სახით წარმოადგინა

0
1679

ქართველმა დიზაინერებმა უკვე გვიწინასწარმეტყველეს და გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ტრენდებიც თბილისი მოდის კვირეულის მე-18 სეზონის ფარგლებში გაგვაცნეს. კვირეული ღვინის უბანში ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნა, რომელიც ამჯერად წინამორბედებისგან განსხვავებით გამორჩეული იყო. წელს დიზაინერმა კოლექცია პერფორმანსის სახით წარმოგვიდგინა და არჩევანი შავი ფერის სამოსზე გააკეთა. თუ შემოდგომა-ზამთრის ლაშა ჯოხაძის ქალი ექსპერიმენტული გახლდათ, ამჯერად გაზაფხული-ზაფხულისთვის დიზაინერი ჩვეულ სტილს დაუბრუნდა და დახვეწილი ქალი წარმოადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here