თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი ქართული კულტურის ლეგენდის ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებით style icon” გაიხსნა. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმსა და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს. კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები.