თბილისის მოდის კვირეულის 4 დღიანი პროგრამა. რა ელოდებათ მოდის მოყვარულებს

0
1334

სულ ცოტა დრო რჩება სანამ მოდის მოყვარულებს სწორედ თბილისი Fashion Week გააერთიანებს და 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ვიხილავთ. ტრადიციისამებრ კვირეული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს გააცოცხლებს და ამჯერად პროექტი სთაილ აიქონი ქართული სტილის კერპს, ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება. ასევე კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართული და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები. ღონისძიებები ღვინის მარნებში და სპეციალურად შერჩეულ ისეთ ადგილებში გაიმართება, რომლებიც ტურისტების, უცხოური პრესისა და ქართველი მნახველისათვის საინტერესო იქნება. მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გლამურული ეკობაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეკოპროდუქცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here