ამბობენ დრო ფულიაო და ძვირად ფასობსო. გადატვირთული გრაფიკის მქონე ქალებსა თუ მამაკაცებს კი საკუთარი თავის მოვლისთვის დრო იშვიათად რჩებათ, ამიტომაც ქართულ ბაზარზე ბელგიური ბრენდი “თენთენი” გამოჩნდა, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, ფრჩხილის მოვლის სრულყოფილი სპა პროცედურები ჩაიტაროს, როგორც მანიკური, ასევე პედიკური. ამასთან ერთად გეტყვით, რომ „თენთენი“ პატარებზეც ზრუნავს და სპეციალურად მათთვის შესაბამის პროცედურებს აკეთებს.