მიუხედავად იმისა, რომ უკვეე 40 წელია სცენაზე დგას, მისი მსმენელთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია და ყოველი კონცერტი ანშლაგით ტარდება. გამონაკლისი არც ეს საიუბილეო კონცერტი ყოფილა, რომელიც მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ამჯერად,ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. ერთგულ მსმენელს კი საყვარელი ჰიტები გაახსენა. მსმენელის მომღერლისადმი სიყვარულს ის ფაქტიც მოწმობს, რომ კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა.