ქალის შიდა თეთრეულის შექმნა ზოგიერთი ბრენდისთვის ხელოვნების დონეზეც კია აყვანილი, ამიტომაც არსებობს რამდენიმე მილიონ დოლარიანი თეთრეულიც, რომელიც დამეთანხმებით რომ მხოლოდ ვიტრინაში დასადებად არის შექმნილი. თუმცა რეალობაში, რომ დავბრუნდეთ სხვადასხვანაირი სტილის წინდები და ბიუსჰალტერი აქტუალური და საჭირო ნივთიც არის. მაღაზია „ამორე“ კი მომხმარებლებს, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის და ბავშვის ხაზს სთავაზობს. „ამორე“ საქართველოს ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა და დღეს ის 10-მდე ბრენდით არის წარმოდგენილი, კოლექცია ძირითადად ევროპულია. ამორეს მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით სულ 10 ლოკაციაზე მდებარეობს, აქედან 9 ფილიალი თბილისშია, ერთიც კი რუსთავში.