ქალების როლი პოლიტიკაში თუ ბიზნესში დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად წარმატებული ბიზნესის სათავეში უკვე ხშირად ვხედავთ ქალებს. მეწარმე ქალთა ორგანიზებით და ნიდერლანდების სამეფო საელჩოს საქართველოში მხარდაჭერით 6 თვიანი ბიზნესის ხელშემწყობი პროექტი შედგა, სადაც საბჭოს მიერ შეირჩნენ მეწარმე ქალები მონაწილეობის მისაღებად. პროექტის ფარგლებში, შერჩეულმა მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება ბიზნეს საქმიანობისთვის. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სასწავლო და საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდებში გამგზავრების. აღნიშნული ვიზიტის მიზანს კი სამომავლო თანამშრომლობისა და ახალი პროექტების განხორციელება წარმოადგენდა.