სიმღერის “Стиль собачки” იდეა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიბადა. Потап и Настя არის ცნობილი არტისტების დუეტი, რომლებიც სხვა შემსრულებლებთან ერთად ერთობლივ პროექტებს იშვიათად ქმნიან. თუმცა გულახდილმა ჰიტმა “დოგისთაილ“ ყველა წესის უარყოფა გამოიწვია და სამი სუპერ ვარსკვლავი გააერთიანა. ამათგან ორი შოუ ბიზნესის ყველაზე სასურველი, სექსუალური, ლამაზი და ნიჭიერი წარმომადგენელი Настя და Бьянка არიან.
“ერთობლივ ვიდეონამუშევარში ორი სექს სიმბოლოს გაერთიანება Потап-ის იდეა იყო. საკუთარ ფანტაზიებში Настя და Бьянка მილიონობით მამაკაცს წარმოედგინა, ამ წარმოსახვის ვიზუალიზაცია მხოლოდ Потап-ს შეუძლია – აცხადებს კლიპის რეჯისორი Леонид Колосовский.
დოგი სთაილ ნებისმიერი მამაკაცის ქვეცნობიერი ოცნებების ილუსტრაცია იქნება, რომელსაც Настя და Бьянка ყველაზე თამამი, უჩვეულო და ფუტურისტული სახით გააცოცხლებენ. “სიმღერის ინგლისური სახელწოდებაა “Doggy style” და დიახ ეს ზუსტად ის არის რაც თქვენ იფიქრეთ“ – აღიარებს Потап-ი – “ეს არ არის ორაზროვანი მინიშნება, ეს არის პირდაპირი და თამამი სიმღერა და ცეკვა, რომელსაც მამაკაცების შინაგან სურვილები სააშკარაოზე გამოაქვს. ამ თემის განვრცობაში ჩვენთვის ყველაზე ახლო და შესაფერისი Бьянка დაგვეხმარა, სწორედ მას შეუძლია ეს ცეკვა კიდევ უფრო მსუყე და სექსუალური გახადოს. როდესაც თქვენ ამ კლიპს იხილავთ, მიხვდებით რომ მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მამაკაცი ვარ და ჩემს ადგილზე აღმოჩენას ნებისმიერი ისურვებდა.“