ყავა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ 155 წლის წინ კი კომპანია „იულიუს მაინლიმ“ ყავის მოხალვა და ჩაის მოწოდება დაიწყო მსოფლიოს წამყვანი პლანტაციებიდან. ვენური საოჯახო კომპანია პირველი ფართო მასშტაბიანი ევროპული ყავის მომხალავი კომპანიაა, რომელიც დღეს მომხმარებლებს ვენური ყავას, ჩაის კლასიკურ კაკაოსა და ცხელი შოკოლადს სთავაზობს. შემოდგომის ერთ მშვენიერ დღესაც კი თანამედროვე სამყარო ყავის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კომპანია „იულიუს მაინლიმ“ რა თქმა უნდა, ამ დღის აღნიშვნა ორიგინალურად გადაწყვიტა და სტუმრები სასტუმრო ბილტმორ თბილისში შეკრიბა. თუმცა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ პეკინის 34 ნომერში მდებარე „იულიუს მაინლის“ განახლებული შოურუმი მომხმარებლებს უკვე ელის.