კულტურა, განათლება, მედიცინა, სამოქალაქო სექტორი, მედია სექტორი, ეს იმ არასრული სფეროების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში დღითიღე ვითარდება, ამიტომაც მათი წახალისების მიზნით 2015 წლიდან დაჯილდოების ცერემონიალი „პერსონა“ ტარდება, რომელშიც გამარჯვება უკვე მოპოვებული აქვთ ისეთ ბუმბერაზ ადამიანებს, როგორებიც ლეილა აბაშიძე და კახი კავსაძე არიან. “პერსონა 2018” კი 22 დეკემბერს გაიმართება. პროექტის ფარგლებში სულ 50 ადამიანი დაჯილდოვდება, რომლებმაც სხვადასხვა სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათ შორის საპატიო ადგილს მედიცინის წარმომადგენელი სამკურნალო მასაჟისა და მანუალური თერაპიის სპეციალისტი, გიორგი სიხარულიშვილი დაიკავებს, რომელმაც ახალი სამკურნალო საშუალება სახელწოდებით „ორიენტი“ შექმნა.