არც თუ ისე ბევრ მომღერალს შეუძლია, რომ ყველა თაობის მსმენელი, ერთად, ღია ცის ქვეშ შეკრიბოს და საკუთარ სიმღერებზე აამღეროს. თუმცა ეს მომღერალ სტეფანე მღებრიშვილს ყოველ ჯერზე კარგად გამოსდის. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც კუს ტბის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტი იყო, სადაც მომღერალმა მსმენელს, ძველი და ახალი სიმღერები, ცნობილი დუეტები და ბევრი სიურპრიზი შესთავაზა.