კომპანია „ფარმაკინეზისის“ დახმარებით რამდენიმე ბავშვი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება. დიახ, „ფარმაკინეზისის“ ორგანიზებით ბრენდ „ემოტოპიკის“ ფოტოკონკურსის დაჯილდოების ღონისძიება „ზალიკოს ცენტრში“ გაიმართა, სადაც გამარჯვებულ ბავშვებს მთავარი პრიზი გადაეცათ – საგზური პარიზის დისნეილენდში. დაჯილდოებას სოციალური სახეც ჰქონდა. კონკურსში ასევე კონკურსგარეშე მიიღო მონაწილეობა 12 წლის გულო ცეცხლაძემ, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში ცხოვრობს და ის სოციალურად დაუცველია. ის კი გამარჯვებულ ბავშვებთან ერთად პარიზში გაემგზავრება.