შემოდგომის სეზონი კამპანია „გაიცანი საქართველომ“ კახეთში გახსნა. თუმცა სანამ კიდევ ერთი პრეს-ტურის შესახებ მოგიყვებოდეთ გეტყვით, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველომ მე-4 პოზიცია დაიკავა. ზრდის მიმართულებით კი ჩვენმა ქვეყანამ ისეთ ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებს გაასწრო როგორებიც არის საფრანგეთი, ესპანეთი, თურქთი და სხვა.