ჟურნალი, რომელმაც ყველაზე შეუვალი ცნობილების გულებიც კი მოიგო, ორი წლისაა. ესპანური ბრენდი ჰელოუ ქართულ ბაზარზე 2 წლის წინ შემოვიდა და მკითხველის ნდობა მალევე მოიპოვა. შეიძლება 2 წელი ცოტა მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ დროის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა და დახვეწილი პროდუქტი ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, დაბადების დღე ჟურნალმა გლამურულ სივრცეში აღნიშნა. ცნობილი სახეები, ბიზნეს და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჰელოუმ დახურულ წვეულებაზე შეკრიბა.