წლებია, რაც თბილისის ფუნიკულიორზე ასვლა და “პონჩიკების” ჭამა ერთგვარი რიტუალია. ზაფხული, გართობა, სასიამოვნო განწყობა და სუფთა ჰაერი კი მთაწმინდის პარკის გარეშე წარმოუდგენელია. აქ ორიგინალური ინფრასტრუქტურა, გამწვანებული გარემო და მრავალფეროვანი გასართობი საშუალებები გვხვდება, ყველაფერი, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს განსატვირთად სჭირდება, ერთ სივრცეშია მოქცეული. 24 ივლისს კი სწორედ ამ გამორჩეულ ადგილს 80 წელი შეუსრულდა.