“ელიტ მოდელ ლუქი“ ეს ის კონკურსია, სადაც სილამაზე და ბუნებრივობა ერთნაირად ფასობს. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული სამოდელო კონკურსი კი 2006 წლიდან „აი სი მოდელ მენეჯმენტმა“ ია კიწმარიშვილის ხელმძღვანელობით დაარსა და ის საქართველოში უკვე მეთორმეტედ იმართება. წელს კონკურსი 26 ივლისს ჩატარდება, სადაც 17 გოგონა და 12 ვაჟი ელიტის წარმომადგენლის, ჯენიფერ მეის წინაშე წარსდგებიან. თუმცა, მანამდე მონაწილეები მოსამზადებელ პერიოდს გადიან და რა თქმა უნდა, ჩვენი გადამღები ჯგუფიც ყველაზე საინტერესო ადგილას მოხვდა. ამჯერად კიკალას სტუდიაში წინასაკონკურსო ფოტოსესია გაიმართა, კონკურსანტები კი სწორედ ჩვენი კამერების წინ აკეთებენ წინასწარ პროგნოზებს.