რესტორან „ვეფხი და მოყმეში“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჩვენება გაიმართა

0
3343

ერთ თვიანი საფეხბურთო ცხოვრება საფრანგეთის ნაკრების ჩემპიონობით დასრულდა. რესტორან “ვეფხი და მოყმეში” კი, როგორც იცით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საფეხბურთო მატჩების ჩვენებები იმართებოდა. ბუნებრივია, არც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო გამონაკლისი და ამჯერადაც მეზობელი რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ფეხბურთის მოყვარული თანამშრომლები აღნიშნულ სივრცეში შეიკრიბნენ. თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა რესტორან „ვეფხი და მოყმეს“, ამ კითხვას ისინი ჩვენი კამერების წინ პასუხობენ. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა რესტორანი „ვეფხი და მოყმე“ თავიანთი სტუმრებისთვის სიახლეების შეთავაზებას არ წყვეტს. 26 ივლისს სტუმრებს სოფო ბათილაშვილი, ჯგუფი ნიუტონი და ზვიად ბოლქვაძე უმასპინძლებენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს საღამო გამორჩეული და განსაკუთრებული იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here