1-ლი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი “სთეინვეი ჯორჯია” კლასიკური მუსიკის ვირტუოზების აღმოჩენას იწყებს

0
1309

ჩვენს რეალობაში ქართველი მსმენელისთვის თუ მაყურებლისთვის არაერთი შოუ, კონკურსი და ფესტივალი იმართება. ბოლო პერიოდში კი თითქმის ყოველ სეზონს ახალ-ახალი ღონისძიებები ემატება. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. ფესტივალი, რომელიც „სთეინვეის ჯორჯიას“ სახელს ატარებს, კლასიკური მუსიკის განხრით ახალი ვირტუოზების აღმოჩენას იწყებს. ფესტივალის ფარგლებში კი კონკურსი გაიმართება, რომლის გამარჯვებულებიც სოლიდური თანხით დაჯილდოვდებიან. „სთეინვეი ჯორჯიას“ დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი მუსიკალური ხელოვნების დოქტორი, გიორგი ლაცაბიძეა. ამის შესახებ თავად ფესტივალის ორგანიზატორებმა რადიოჰოლდინგ ფორტუნას, თათა სადრაძის გადაცემაში „არტ FM“ ისაუბრეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here