ანსამბლ „ჰერიოს“ მსმენელისთვის სიახლე აქვს. „ნუშის თვალება“ ასე ჰქვია იმ სიმღერას, რომლითაც ისინი რადიო “არ დაიდარდოს” გადაცემას „რადიო დუეტს“ სტუმრობდნენ. საქართველოს ყველაზე რეიტინგულ რადიოში კი სწორედ ამ სიმღერის პრემიერა შედგა. სიმღერის ავტორი ანუკი ცქვიტინიძეა, ტექსტის ავტორი მანანა სიამაშვილი, ხოლო არანჟირება რომა გიორგაძეს ეკუთვნის. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ანსამბლი ახალ სიმღერას არ ჯერდება და ჩვენი კამერების წინ სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ.