პროექტი „გაიცანი საქართველო“ სამი წლისაა

0
1896

ზუსტად 3 წლის წინ, 2015 წელს, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ დაიწყო. პროექტის მიზანს კი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სწორედ ამ თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედია სივრცის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ერთად შეგვკრიბეს და დაბადების დღეზე მიგვიპატიჟეს. 2016 წელს პირველად საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ ექვს მილიონს გადააჭარბა და ალბათ, ყველას ახსოვს იღბლიანი მეექვსემილიონე ტურისტი, ჰოლანდიელი ჯასპერ ბლექი, რომელსაც საგანგებო დახვედრა იმდროინდელმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოუწყვეს. ბუნებრივია, რომ ჯასპერი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აღნიშნავდა კამპანია „გაიცანი საქართველოს“ დაბადების დღეს. შეგახსენებთ, რომ პროექტი „გაიცანი საქართველო“ სამი წლისაა. პროექტის მიზანს კი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here